ვებსაიტის გამოყენების წესები და პირობები
- შეზღუდვები
- თქვენი კონფიდენციალურობა
- პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ვებგვერდი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ვებგვერდი, ლოგ-ფაილების სტანდარტულ პროცედურას იყენებს. ლოგ-ფაილები და ქუქი-ფაილები გამოიყენება მომხმარებელთა ქცევის შესახებ ინფორმაციის შესანახად და მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ისინი ქმნის და აგროვებს ინფორმაციას, რომელიც ეხება:
IP მისამართი;
მოწყობილობის ტიპი;
ბრაუზერი;
მომხმარებლის ვებგვერდზე ვიზიტის თარიღი, დრო და ხანგრძლივობა;
რომელი პლატფორმიდან გადმოვიდა მომხმარებელი ვებგვერდზე;
ინფორმაცია ვებგვერდზე მომხმარებლის აქტივობის შესახებ — რომელი პროდუქტი ნახა მომხმარებელმა;
ეს ინფორმაცია კონკრეტული მომხმარებლის იდენტიფიცირებისთვის არ გამოიყენება და მხოლოდ შემდგომ ანალიტიკურ მიზნებს ემსახურება;
ასეთი მონაცემების ძირითადი მიზეზი და იდეაა:
- ტენდენციების ანალიზი;
- ამ ვებგვერდს მართავს www.sre.ge;
- მომხმარებელთა ყველა აქტივობის მიმოხილვა შემდგომი გამოცდილების გასაუმჯობესებლად;
- ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესაქმნელად და განსახორციელებლად;
- სტატისტიკის წარმოება;
- მომხმარებლებში დამატებითი რეკომენდაციებისა და რჩევების გასავრცელებლად.
- ვებგვერდის გამოყენების დასაწყისში მომხმარებელს აქვს ქუქი-ფაილების დაშვების შესაძლებლობა. თუ მომხმარებელი არ დააჭერს შესაბამის ღილაკს და გააგრძელებს ვებგვერდის გამოყენებას, ასეთი ქმედება ჩაითვლება კონფიდენციალურობის პოლიტიკის ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პირობის მიღებად.
ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლაც შეიძლება.
მომხმარებლის უფლებები:
როგორც მომხმარებელს, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ შემდეგი ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით:
- რომელი პერსონალური მონაცემები მუშავდება.
- მონაცემთა დამუშავების მიზანი.
- მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი.
- მეთოდები, რომლებითაც მონაცემები შეგროვდა.
- მონაცემთა შენახვის პერიოდი, ან თუ კონკრეტული პერიოდის დადგენა შეუძლებელია, პერიოდის განსაზღვრის კრიტერიუმები.
- კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია.
- თქვენ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ თქვენი მონაცემების გასწორება, დაბლოკვა, განახლება, შევსება, წაშლა ან განადგურება, თუ ისინი არასრული, არაზუსტი ან მოძველებულია, ანდა უკანონოდ შეგროვდა და დამუშავდა. ასეთ მოთხოვნას მისი მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ვუპასუხებთ.
ასევე გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გამოიხმოთ თანხმობა და მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა და დამუშავებული მონაცემების განადგურება. გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა უფლებით.
მომხმარებლის ვალდებულებები:
როგორც მომხმარებელი, თქვენ ვალდებული ხართ მოგვაწოდოთ სრული და ზუსტი პერსონალური მონაცემები.
მომხმარებლის მონაცემების გაზიარება:
პერსონალურ მონაცემებს ვაზიარებთ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც მომხმარებლის მიერ არჩეული მომსახურებისა და პროდუქტების მისაწოდებლად არის საჭირო. პარტნიორ კომპანიებს გადაეცემა მომხმარებლის შემდეგი ინფორმაცია: სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. პარტნიორი კომპანიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია გამოიყენება მხოლოდ მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოსაწოდებლად, ასევე სხვა მარკეტინგული მიზნებისთვის. გარდა ამისა, უფლებამოსილი ვართ, პერსონალური ინფორმაცია გავუზიაროთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნებისმიერ მესამე მხარეს.
მარკეტინგი:
შესაძლოა, თქვენგან მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ, რათა გაგაცნოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული სერვისები და/ან პროდუქტის შეთავაზებები. თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა გვაქვს იმდენად, რამდენადაც თავად გვიზიარებთ მათ ან რამდენადაც მათ თქვენთვის მომსახურების გასაწევად აუცილებელი საშუალებებით ვაგროვებთ. თქვენს მონაცემებს ვაანალიზებთ, რათა გავიგოთ თქვენი სურვილები და ინტერესები და განვსაზღვროთ, რომელი პროდუქტები, სერვისები ან შეთავაზებები შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვიყენებთ და მარკეტინგულ შეტყობინებებს გიგზავნით მხოლოდ მაშინ, როდესაც ამისთვის ლეგიტიმური ინტერესი გვაქვს. გარწმუნებთ, რომ ჩვენი საქმიანობა არასოდეს იქნება უსამართლო, არასწორი ან თქვენი ინტერესების საწინააღმდეგო. თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ მარკეტინგული შეტყობინებების შეწყვეტა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს სურვილს და ასეთი შეტყობინების მიღებისთანავე შევწყვეტთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით.
პერსონალური მონაცემების შენახვა:
ჩვენ პასუხისმგებელი ვართ თქვენი პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზე. თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ ვადით, რაც აუცილებელია კანონმდებლობითა და ამ პოლიტიკით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად.
თანხმობის გამოხმობა:
თანხმობის გამოხმობა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. ამისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ. გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობამ შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთი პროდუქტის ან მომსახურების მოწოდებაზე.
მესამე მხარეები:
ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტებზე, რომლებიც ჩვენს ვებგვერდზე შეიძლება გარე ბმულების სახით იყოს განთავსებული. ამ ვებსაიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეიძლება ჩვენისგან განსხვავდებოდეს. გირჩევთ, გარე ბმულით გადასვლისას გაეცნოთ შესაბამისი ვებსაიტის წესებსა და პირობებს, ასევე მის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.